რეზონანსი
06.01.2019

 (რეზონანსი) ინფორმაციას, რომ ქუთაისის საავამდყოფოში მიცვალევალები აერიათ კლინიკა არ ადასტურებს და შემდეგი სახის განცახდებას ავრცელებს.

"ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკას მიცვალებულები ერთმანეთში აერია არ ვადასტურებთ. სამედიცინო დაწესებულება, ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში უზრუნველყოფს გარდაცვლილის იდენტიფიცირებისთვის დადგენილი სავალდებულო ნორმატივების უზრუნველყოფას, ხოლო ნათესავთა წრე, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის გვამის განთავსების ოთახში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას.

კლინიკის თანამშრომლისა და სანათესაო წრის მხრიდან გარდაცვლილის ერთობრივი იდენტიფიცირების პროცედურების დასრულების შემდგომ, კლინიკისა და გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობით, გვამის განთავსების ოთახში, მორიგ პროცედურად ხორციელდება, გარდაცვლილი პაციენტის შესაბამის განსასვენებელ საშუალებაში მოთავსება, სათანადო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა და მიცვალებულის პატრონზე გადაბარება. ამის შემდგომ, კლინიკის შესაბამისი თანამშრომლის ზედამხედველობით, ნათესავების მიერ ხორციელდება, მიცვალებულის გვამის ოთახიდან, საკუთარი ორგანიზებით დაქირავებულ ტრანსპორტში მიცვალებულის ჩასვენება. ნათესავებს ბარდებათ მათთან ერთად იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ნათესავებს ჩაბარდათ მათ მიერვე იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. აქ მთავრდება სამედიცინო დაწესებულების უფლება-მოვალეობები", - ნათქვამია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის განცხადებაში.

ამავე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს სხვა დაზუსტებული გარემოებები, რომლებიც პერსონალური ხასიათისაა და შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც კლინიკა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე არ გეგმავს.

წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევის გამო, არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×