რეზონანსი
06.01.2019

 (რეზონანსი) ქართველი სასულიერო პირი, ვინც უკრაინის ავტოკეფალიას არ ემხრობა, რუსეთის ინტერესების გამტარებელია, - ამის შესახებ განცხადებას საპარლანეტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებს.

"უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება არ არის მხოლოდ რელიგიური მოვლენა. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობით უდიდეს დარტყმას იღებს რუსული პოლიტიკური ( სახელმწიფოსთან შეზრდილი) და იდეოლოგიზებული მართლმადიდებლობა, რომელსაც რუსეთი იყენებს სხვა ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად, მის პოლიტიკურ ორბიტაზე მოსაქცევად.

რუსეთი ( საერო და სასულიერო) ეწინააღმდეგება რა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, იბრძვის საკუთარი გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა არის უკრაინელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაწილი. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის ვალია იდგეს იქ, სადაც არის ისტორიული სიმართლე.

გადაწყვეტილების მიმღები ყველა ქართველი სასულიერო პირი, ვინც უკრაინის ავტოკეფალიას არ ემხრობა, არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საქართველოს ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე", - წერს ფეისბუქზე რომან გოცირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×