რეზონანსი
06.01.2019

 (რეზონანსი) მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს დღეს გადასცემს. ამ წუთებში სტამბოლში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომლის დასრულებისას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტომოსს კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს პირადად გადასცეს.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა.

სტამბოლში საზეიმო ცერემონიას, უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსისმინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.

7 იანვარს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კიევში წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში გამოფენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×