რეზონანსი
06.01.2019

 ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი  ახალგაზრდა დაშავდა. 17 წლის ბიჭის მამის თქმით, მისი ორი შვილი, ორ მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც  15–მდე ახალგაზრდა თავს დაესხა და ცემა დაუწყო:

„აქვე, ჩვენს ქუჩაზე მოხდა შემთხვევა, ხმაური რომ გავიგე გარეთ გასაშველებლად გავვარდით. რომ მივედით ისინი გაიქცნენ.  ჩემი შვილი კარგად იყო ნაცემი, პოლიციას გამოვუძახეთ. სასწრაფომ საავადმყოფოში წაიყვანა. დანარჩენებს არაფერი დაზიანება ჰქონდათ“.

რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი, დაშავებულის მამამ არ იცის: „ჩემი შვილი მეუბნება არცერთს ვიცნობო, ალბათ ვიღაცეებში შევეშალეთ მოულოდნელად მოვარდნენ და ცემა დაგვიწყესო. ვერც მე ვიცანი, დაახლოებით 15–დან 20 წლამდე ასაკის ბიჭები იყვნენ“, - ამბობს მშობელი.

17 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ რჩება, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ დაჟეჟილობები მას, თავის არეში აქვს მიღებული - მდგომარეობა სტაბილურია და არც მისი თბილისში გაგზავნა გამხდარა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×