რეზონანსი
06.01.2019

 მეორე წელია, იმერეთში, იანვრის თვეში მიცვალებულები ერევათ, რასაც საკმაოდ სერიოზული გართულებები მოჰყვა ორივე შემთხვევაში. ამჯერად ერთ-ერთი დაკრძალული აღმოჩნდა. შარშან, 9 იანვარს,  გარდაცვლილები, ზესტაფონში ოჯახებს შეცდომით გაატანეს. ფაქტი ერთ-ერთმა ოჯახმა რამდენიმე დღეში აღმოაჩინა.

გარდაცვლილების ოჯახებმა მიცვალებულები დაკრძალვის დღეს გაცვალეს.

"საავადმყოფოში შეეშალათ მიცვალებულები, ოჯახის წევრებს თავიდან ეგონათ, რომ გარდაცვლილს სახე შეცვლილი ჰქონდა, მერე აღმოაჩინეს, რომ სხვა მიცვალებული იყო, დღეს ოჯახებმა გაცვალეს მიცვალებულები და უკვე დაასაფლავეს", - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის მეზობელმა.

რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულში მცხოვრებ ოჯახს სახლში სხვა მიცვალებული გაატანეს.

ოჯახმა, რომელიც სოფელ საქასრიაში ცხოვრობს, მომხდარის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. გარდაცვლილთა ოჯახებმა ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ გაცვალეს, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი დაკრძალული იყო.

"პაციენტი 24 დეკემბერს გადაიყვანეს საავამდყოფოში, სადაც 83 წლის ქალი ა. ბ-ძე 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა წამოიყვანა მიცვალებული, დაკრძალა 3 იანვარს. მიცალვალებულის ნამდვილმა ჭირისუფალმა დღეს მიაკითხა ოჯახს და მიცვალებულის ამოთხრა მოითხოვა", – განაცხადა საქასრიის რწმუნებულმა ზურა ბარბაქაძემ.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×