რეზონანსი
05.01.2019

 ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პეესპეში“, „ავერსში“, „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ განაცხადა.

თბილისში, ზემოთჩამოთვლილ აფთიაქებში 800 კოლოფი უკვე გადანაწილდა, დილიდან კი რაიონებშიც გადანაწილდება წამალი, რათა დეფიციტი აღმოიფხვრას. რაც შეეხება იმას, თუ თბილისის კონკრეტულად რომელ ფილიალში გაიყიდება "ტამიფლუ", ამის გასარკვევად მოქალაქეებმა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე (1505) ან შესაბამისი აფთიაქის ცხელ ხაზე უნდა დარეკონ.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, "ტამიფლუს" ორსულებისა და სოციალურად დაუცველების გარდა, უფასოდ ასევე მიიღებენ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

მინისტრის განმარტებით, მათ წამლის მისაღებად მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ უფასოდ "ტამიფლუს" მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).

„ტამიფლუს“ მარაგები ქვეყნის მასშტაბით აფთიაქებში 10 იანვრიდან შეივსება.

(იმედინიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×