რეზონანსი
05.01.2019

 საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი სამგზავრო მატარებელი „ღორის გრიპის“ საფრთხის გამო დეზინფექციას გაივლის. სპეციალურად ამისათვის სამუშაოებში ჩართავენ საექიმო-სანიტარული სამსახურის თანამშრომლებს. დეზინფექცია მატარებლის მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე - ბაქოში ჩატარდება.

ყოველდღიურად აზერბაიჯანის საზღვარს საქართველოდან მიმავალი რეგულარული სარკინიგზო შემადგენლობა ბაქო-თბილისი-ბაქო კვეთს.

საქართველოში ვირუს H1N1-სგან ლაბორატორიულად დადასტურდა 8 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ამჟამად საქართველოში 100 ათას ადამიანზე გრიპით დაავადებული 277 ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის ეპიდემია ქვეყანაში არ არის, რადგან ეპიდემიად 100 ათას ადამიანზე 400-500 დაავადებული ადამიანი მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობით საქართველოში აზერბაიჯანი ლიდერობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×