რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში პაციენტმა მკურნალ ექიმს სცემა.

imedinews-ს საავადმყოფოში დაუდასტურეს, რომ პაციენტი თავის ტკივილს უჩიოდა და ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მან მედიკოსს სცემა. შედეგად, ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ახლა ის საავადმყოფოში სტაციონარში მკურნალობს.

საავადმყოფოში ამბობენ, რომ ადგილზე პოლიცია იყო მისული, რომელმაც მოწმეები გამოკითხა.

მომხდარი ამბის შესახებ პოსტი Facebook-ზე საავადმყოფოს თანამშრომელმაც გამოაქვეყნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×