რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) 4 იანვარს, გვიან ღამით მდინარე მტკვარში ახალგაზრდა ქალი იხრჩობოდა, რომელიც ორმა გამვლელმა წყლიდან უვნებელი გამოიყვანა. შემთხვევა ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში მოხდა.

როგორ აღმოჩნდა ამ დროს 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი მდინარეში, უცნობია.

როგორც ლაშა მურმანიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, მეგობრებთან ერთად ადიგენიდან, ქალაქ რუსთავში მიდიოდა, როცა მანქანა ახალგაზრდა ქალმა გააჩერებინა და დახმარება სთხოვა.

„გვითხრა, ჩემი შვილი მტკვარში იხრჩობა და დამეხმარეთო. იმ წამსვე შევცურე წყალში. გოგონა ხან ჩაყვინთავდა, ხან ამოვიდოდა, ჩემი მეგობრის თევდორე ნოზაძის დახმარებით ძლივს გამოვიყვანეთ. სადაც, ეს ამბავი მოხდა ისეთი ტერიტორიაა რომ თუ არ გადახტი ან ვინმემ არ ჩაგაგდო წყალში ვერ შეხვალ,"-უამბო "პრაიმტაიმს"ლაშა მურმანიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე სამაშველო ჯგუფსა და საპატრულო პოლიციასაც გამოუძახეს, თუმცა ვიდრე ეკიპაჟები მივიდოდნენ, ახალგაზრდა ქალი უკვე წყლიდან გამოყვანილი იყო.

ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანა. ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ რომ, მას დაზიანებები არ ჰქონდა და პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს. შსს-მ საქმეზე ძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

"primetime.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×