რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) გრიპის ვირუსით საავადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა, თუმცა შესაძლოა თებერვალში ვირუსი კვლავ გააქტიურდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ძირითადად მათ გრიპით გართულებული ქრონიკული დაავადებები აქვთ. შემცირება შეინიშნება ასევე ბავშვების მიმართვიანობაშიც. იაშვილის კლინიკის დღევანდელი მონაცემები მაქვს, რომელშიც ჩანს, რომ მიმართვიანობა დაახლოებით, 15%-ით შემცირდა. წესით და რიგით, ამ არდადეგების პერიოდში და დღესასწაულებზე, როცა ნაკლებია ხალხის მასობრივად შეკრებები, კიდევ უნდა შემცირდეს ავადობა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის ვირუსს ორი პიკი აქვს. ერთი, შეიძლება ითქვას, უკვე გადავლილია, ხოლო მეორე შეიძლება თებერვალში ისევ იყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსის მასშტაბი საკმაოდ მაღალია. ვირუსით აჭარაში 130 ადამიანი გადის მკურნალობას. აქედან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე დაფიქსირებულია ღორის გრიპით გარდაცვალების შემთხვევები, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×