რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯერ კიდევ აგვისტოში იგეგმებოდა ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერთა ფლიგელში სამუშაო სივრცის მოწყობა და მისი ვიცე-სპიკერად გადაყვანა.

კობახიძისვე თქმით, ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვება მოსამართლეების თემასთან არანაირ კავშირში არ არის.

"არანაირ კავშირში არც ახლა და არც მაშინ არ იყო თანამდებობრივი გადაადგილება სასამართლოს თემასთან. იყო სულ სხვა სირთულეები. გახსოვთ, რა სირთულეებიც იყო გუნდში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სწორედ მოსამართლეების უვადოდ არჩევის საკითხი დაასახელა. ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის მიწურულს დატოვა.

 

 

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×