რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული ღონისძიება ამ წუთებში სტამბოლში მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა უკვე მოაწერა ხელი. ცერემონიას უკრაინის ლიდერიც ესწრება.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ოქტომბერში დაანონსებული მზაობის დასასრულია.

23 დეკემბერს პოროშენკომ უკრაინის ეკლესიის სახელწოდების შეცვლაზე კანონს ხელი მოაწერა.

ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.

11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×