რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) თუ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს დავუჯერებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაძლოა, წელს თანამდებობა დატოვოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 1982 წელი 9 ივნისს არის დაბადებული. ძაღლის წელში დაბადებულ ტყუპისთვის 2019 წელი რთული იქნება. თუ ნერვებს ვერ დაიმორჩილებს, შეიძლება თანამდებობის დატოვებაც მოუწიოს, - განაცხადა "2020NEWS"-თან საუბარში მიხეილ ცაგარელმა.

"ტყუპებს რთული წელი ექნებათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრი დაბადებულია ძაღლის წელიწადში. ძაღლის წელში დაბადებულებისთვის კი მომავალი წელი საშუალოა. ტყუპებს შეიძლება ფსიქოემოციური პერიოდი დიდხანს გაუგრძელდეთ. ეს იქნება ბახტაძის მთელი წლის მთავარი პრობლემა, მით უფრო, რომ 2019 წელს "ნაციონალური მოძრაობა" აგრესიულ ქმედებებს გააძლიერებს. თუ ბახტაძე შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას და ტყუპებისთვის დამახასიათებელ დიპლომატიურობას გამოავლენს, კარგ შედეგს მიიღებს. თუ ემოციებს ვერ დაიმორჩილებს, თანამდებობის დატოვების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება", - აცხადებს ცაგარელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×