რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) გამორიცხული არ არის, შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ, რადგან 2019 წელი მას დიდ შესაძლებლობებს მისცემს, - ასე შეაფასა "2020NEWS"-თან ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის შანსები და პერსპექტივები.

ცაგარელის თქმით, ვარსკვლავები გახარიას მიმართ დადებითად იქნებიან განწყობილები, რადგან ის კატის წელიწადშია დაბადებული.

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 1975 წლის 15 მარტს, კატის წელიწადშია დაბადებული. კატა კი მეგობრობს ტახთან. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გახარია თევზების ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული. მოგეხსენებათ, თევზებს ხუთი მაისიდან ბევრი სირთულე შეხვდებათ. გახარიას მოუწევს, მეტი სიფრთხილის გამოჩენა. გამორიცხული არ არის, გახარია პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ, რადგან 2019 წელი მას დიდ შესაძლებლობებს მისცემს", - განაცხადა ცაგარელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×