რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მოსახლეობაში ე.წ. ღორის გრიპის გახშირებული შემთხვევების გამო განათლების სამინისტროს ზამთრის არდადეგების გახანგრძლივებას ურჩევს:

„მაგრად გაგვიმართლა, რომ ამ გრიპის ვირუსის აფეთქება სასკოლო არდადეგებს დაემთხვა, თორემ წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ახლა სწავლა რომ იყოს. იმედია, განათლების სამინისტრო მიხვდება და არდადეგებს გაახანგრძლივებს, თუ ამ პიკმა არ გადაიარა. და საერთოდ, მგონია, უკეთესი იქნება, თუ ზამთრის არდადეგებს გავახანგრძლივებთ ზაფხულის არდადეგების შემოკლების ხარჯზე. ივნისში დასასვენებლად მაინც არავინ მიდის და იყოს სწვალა ივნისის ბოლომდე, სამაგიეროდ ზამთარში ვირუსების პიკის დროს იანვარსა და თებერვალში დავისვენოთ. ზამთრის კურორტებზე ბავშვის წასაყვანად ხალხსს მეტი დროც და მეტი არჩევანიც ექნება. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო" - წერს მეტრეველი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×