რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, მისი იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ მადლობელია მათი სიყვარულით.

„ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, ვამძიმებთ ერთმანეთს და დღევანდელი დღე და განსაკუთრებით, საღამო არის ის საღამო, როცა თქვენ იტვრთეთ ჩემი სიმძიმე.

მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. 41 წელია, მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა რომ არ ყოფილიყო და თქვენი სიყვარული, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ, ჩვენთან არს ღმერთი", - მიმართა პატრიარქმა მის იუბილეზე შეკრებილებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პატრიარქს იია მეორეს 86 წელი შეუსრულდა.

 

მეტრონომი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×