რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) ბათუმში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილიდან დაიწყო. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, სანაპიროს გაწმენდით სამუშაოებს შპს "სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ახორციელებენ.

ძლიერი ქარის შედეგად, გუშინ ბათუმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა. ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ქარმა ცხრასართულიანი სახლის სახურავი მოგლიჯა. გადმოვარდნილი სახურავის ფრაგმენტების დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ქარის შედეგად ქალაქში რამდენიმე განათების ბოძი დაზიანდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებული. მერიის ინფორმაციით, დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები უკვე დაიწყო.

"palitravideo.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×