რეზონანსი
05.01.2019

 (რეზონანსი) თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ დაკავებული პოზიციები დატოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მათი გათავისუფლება ღონისძიების მიმდინარეობის დროს პიროტექნიკის გამოყენებას უკავშირდება.

ამასთან, ბაგა-ბაღების სააგენტოს განმარტებით, დირექტორის მოადგილე ბაგა-ბაღის დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა, აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ კი სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები თავად დაწერეს.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთმა ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

საქმეზე დაწყებულია მოკვლევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×