აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულ 53 წლის მამაკაცს თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიღებული და კლინიკა "მედცენტრში" არის მოთავსებული.
ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებული ბათუმის მერიის თანამშრომელია.
რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"მას პოლიტრავმები აღენიშნება და ოპერაციის შემდგომ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება მერიის თანამშრომელს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 53 წლის მამაკაცს თავის არეში მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული. მას პრაქტიკულად გულკერდის, მუცლის და თავის ტვინის დახურული ტრავმა აქვს მიღებული. მამაკაცს გვიან ღამით ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმე რჩება", - განუცხადა "აიპიენს" მიქელაძემ.
გუშინ, ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.