რეზონანსი
05.01.2019

 რამდენი საათის წინ ზუგდიდში ერთ-ერთ სასტუმროში 31 წლის გიორგი უბილავა გარდაცვლილი იპოვეს.

იგი აფხაზეთიდან დევნილია, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ნათესავებთან გალში იმყოფეობოდა და ღამე ზუგდიდის სასტუმროში დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული თრობის შედეგად გარდაიცვალა.

ცხედარი დილის საათებში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×