რეზონანსი
04.01.2019

 ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები აქციას მართავენ. ისინი კაზინოს დახურვას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, კაზინოს დახურვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და მათ მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

"უმუშევარი 180 ადამიანი დარჩა. დღეს ადრე გაგვიშვეს სამსახურიდან, გვითხრეს რემონტი იწყებაო. შემდეგ გავიგეთ კაზინო დახურულა. აქ ვიქნებით სანამ პასუხის არ გაგვცემენ რა გველოდება. უფროსები პასუხს არ გვცემენ, ადგილზე არ იმყოფებიან," - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

თანამშრომლები ორი თვის ხელფასის ანაზღაურებას, კომპენსაციასა და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ადგილზე სართალდამცველებიც იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×