ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებული 60 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მეორე, 53 წლის მამაკაცი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის.
"დაშავებულთაგან ერთი 53 წლის მამაკაცი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში მოვათავსეთ, საშუალოდ მძიმე მდგომარეობაშია, 60 წლის მამაკაცს კი, რომელიც ონკოლოგიურ ცენტრშია გადაყვანილი, თავის ტვინის დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მძიმე" - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.