რეზონანსი
04.01.2019

 (რეზონანსი) ახალი წლის ღამეს სენაკში აფეთქება მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების მიზეზი სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი" ავრცელებს.

ძლიერი აფეთქება და ხანძარი სახლში მაცხოვრებელი მამაკაცის მიერ სიგარეტის მოკიდებამ გამოიწვია. ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის წევრი ქალი. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა 10 წლის ბავშვიც, რომელიც მამაკაცმა საბანში გაახვია და ცეცხლიდან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადასვა.

ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ფეხი აქვს დამწვარი, რაც შეეხება მამაკაცს, მან მძიმე დაზიანება მიიღო და ამ დროსთვის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×