რეზონანსი
04.01.2019

 (რეზონანსი) თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, დირექტორის ბრძანებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორმა 26 დეკემბერს ბაღში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო, როდესაც წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკა აფეთქდა და ერთ-ერთმა ბავშვმა დაზიანებებიც მიიღო. ამავე ფაქტის გამო, აღნიშნული ჯგუფის აღმზრდელმა და თანაშემწემ დირექციას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედების შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღის ადმინისტრაციისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.

აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×