რეზონანსი
04.01.2019

 (რეზონანსი) 3 იანვარს თიანეთში მომხდარი მკვლელობა, უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის მიერ „უზნეო ცხოვრების წესის მავნე ზეგავლენას" დაუკავშირა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა, ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი კი ალკოჰოლის მოხმარების პოპულარიზაციაა, ისეთი ადამიანების მხრიდან როგორიც თამაზ მეჭიაურია.

„ბევრი იუმორით ხვდებოდა იმას, რომ „კაპოტზე" ქეიფის პროპაგანდირება ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული ამბავი, მე მგონი ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ რომ, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „კაპოტზე" ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაში და ამერიკაში პირდაპირ აკრძალულია.

მაგრამ ჩვენთან ამის პროპაგანდირება ხდება ამ უზნეო ცხოვრების წესით, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება სავალალო შედეგებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, ეს შედეგები, ეს ორმაგი მკვლელობა თიანეთში არ მოხდებოდა"- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს:

"ამ ცურცლა ბიჭმა ვერ გაიგო რომ ღორის (ტახის) წელი დაიწყო და არა მისნაირი პატარა ქუცუნიების (გოჭების)! ეს იქნება მისი დასასრულის წელი. იმიტომ რომ დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებით გამოძიება. ხადას ხეობაში (ამ ჩოილარის სადეპუტატოში) ამერიკელების ოჯახის მკვლელობასაც კაპოტს ხომ არ აბრალებს? ისე, მიცვალებულებს მაინც შეეშვი და გამოძიებას აცალე, შე ძალად იურისტო!"- წერს მეჭიაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×