რეზონანსი
04.01.2019

 (რეზონანსი) საქართველოში H1N1-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ამ შემთხვევაში, H1N1-ის ვირუსი სხვა ძირითად დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა კი დაგვიანებული იყო.

„ყველა შემთხვევაში გვაქვს დაგვიანებული მიმართვა სამედიცინო დაწესებულებისადმი. რვიდან ერთი იყო ორსული ქალი, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძიმე პნევმონია ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ხოლო დანარჩენ ექვს H1N1-ის ვირუსი ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ჰქონდა (სიმსივნე, გულის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ)", - ამბობს გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×