რეზონანსი
04.01.2019

 რუსთავში, მესხიშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა. მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. ორივე შემთხვევა გამთენიისას მოხდა. "აიპიენის" ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, გაზით მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×