რეზონანსი
04.01.2019

 სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"გუშინწინ, ურნასთან ნაპოვნი ბავშვები დღეს თბილისიდან სახლში დაბრუნდნენ. დედაც მათთანაა და ბებოც. ნამდვილი ახალი წელი ამ სახლშიც დადგა. ბავშვებს უკვე აქვთ ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამი თვის საჭმელი, ახალი მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, წვრილი ტექნიკა. ექნებათ ზაფხულამდე სამყოფი შეშა, ზაფხულამდე გადავუხადეთ გადასახადები, ეზოში ექნებათ წყალი, რომელიც არასდროს ჰქონიათ. და რაც ყველაზე ძალიან გაეხარდათ არის სათამაშოები, რომლებიც ბევრ ბავშვს შეხვდა სოფელში. დანარჩენი ტანსაცმელი და ნივთები ქარელის სოციალურ სამსახურში მივიტანეთ და სხვა სოციალურად დაუცველებს გაუნაწილებენ. ოჯახი დღეს ინახულეს გამგეობის და სოციალურის თანამშრომლებმა და ყურადღებას მიაქცევენ, რისთვისაც მადლობა.

ბავშვები არასდროს აღარ მოძებნიან საჭმელს ურნაში და თქვენ ყველას უამრავი მადლობა ამისთვის", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×