რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) ქობულეთსა და გორში საცხოვრებელი სახლები გაქურდეს.

როგორც მეზობლებმა განაცხადეს, მძარცველებმა დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლიდან ოქრო და ძვირფასი ნივთები წაიღეს. საცხოვრებელი სახლის ძარცვისას ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

რაც შეეხებ გორს, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე ბინა გუშინ ღამით გაქურდეს. არსებული ცნობით, მოპარულია ოქროს და ვერცხლის ნივთები.

ორივე შემთხვევაზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×