რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გარიცხეს. ეს გადაწყვეტილება დღეს ფრაქციის შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც „ქართული ოცნების" ოფისში გაიმართა, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ გედევან ფოფხაძის შემთხვევაში ყველაზე რბილი ფრმა გამონახეს.

„ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდიულ კომიტეტში, ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება და წეღანაც ვთქვი, მეორეხარისხოვანიც კი არის, რომ პროცედურული დარღვევებით მოხდა მისი არჩევა, თუმცა ასეთი პრეცენდენტის დაშვება არის ძალიან ცუდი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი, რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაში - პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×