რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას მმართელ გუნდში ადასურებენ.

„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის საკითხს, მდინარაძის თქმით, ზარდიაშვილი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

„ვანო ზარდიაშვილი არის კომიტეტის წევრი. მან დაწერა განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ და მე როგორც ვიცი, ის არ აპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რაიმე პრეტენზია განაცხადაოს",- განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×