რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე გადადიოდა.

თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა დაშავებული მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მუხლის მე 5 ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×