(რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღარ იქნება. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება.
„ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ამის გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძემ არ დააკონკრეტა იყო თუ არა საუბარი ეკა ბესელიას შესახებ.