რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძე არ პასუხობს კითხვას ელოდება თუ არა, რომ ეკა ბესელიას პარტიას დაატოვებინებენ. მისი თქმით, ამის შესახებ პარტიაში შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.

"ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებით. მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული თავმჯდომარე, ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგი და არ მგონია აქცენტების გადატანა სწორი იყოს... შევალ და ვნახავ ახლა ჩემი ადგილი არის თუ არა ამ გუნდში", - განაცხადა ფოფხაძემ.

„ქართული ოცნების" ოფისში სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, სხდომაზე საუბარი იქნება გუნდის შიგნით მიმდინარე საკითხებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×