რეზონანსი
03.01.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე იმყოფება, ამბობს, რომ ეკა ბესელიას გარშემო დღევანდელ შეხვერაზე საუბარი იქნება, თუმცა მისი გუნდიდან გარიცხვა დღის წესრიგში არ დადგება.

"ეს არის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად დაგეგმილი სხდომა. დღის წესრიგის დეტალებზე და შემდგომ მსჯელობაზე შეგვიძლია შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება ქალბატონი ეკას გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, თვითონ გადაწყვეტილების გარშემო, ალბათ, იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. აღნიშნული საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში“, - განაცხადა ჯაშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×