რეზონანსი
31.12.2018

 თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები. „კურიერმა“ გაარკვია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი 44 წლის მამაკაცი მიხეილ კალანდაძეა. ის სავარაუდოდ, ძველი მხედრიონელია. დაჭრილი დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას მიზანმიმართულად სნაიპერმა ესროლა. ტყვია მოხვდა მინასაც, რომლის ნამსხვრევმა კალანდაძის ახლობელიც დააზარალა.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×