რეზონანსი
31.12.2018

 საახალწლო სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს, მათ შორისაა ქუთაისი. ამ ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული აქტივობებია დაგეგმილი – საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, დრამების შოუ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

12:00 საათიდან ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება გრანდიოზული გოზინაყი დააგემოვნოს. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდება თოვლის ბაბუა, რიმელიც პატარებს ტკბილეულს დაურიგებს.

ქუთაისში დღეს ქართველი პიანისტის დათუნა ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. საღამოს კი გალა-კონცერტზე ცნობილი ქართველი მომღერლები – რობი კუხიანიძე, ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×