რეზონანსი
31.12.2018

 ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ვალების გაუქმება სინამდვილეში ბლეფია.

"ნებისმიერ შემთხვევაში, მილიონი ხმა რომ აიღოს ოპოზიციამ ხვალ, მილიონ ერთ ხმას ივანიშვილი აიღებს, რადგან გამოაცხადებს ვალების გაუქმებას, რომელიც ბლეფია სინამდვილეში და ამას არაფერი მოჰყოლია. თუმცა, 600 ათას ადამიანს ოცნების სასარგებლოდ შინაგანი რწმენა ჩამოუყალიბდა, ამას ჰქვია მოსყიდვა და არა ფულის რეალურად აღებას.

ქვეყანამ პრეზიდენტად ის ადამიანი აირჩია, რომელიც რეალურად არ უნდა, რომ პრეზიდენტად ჰყავდეს. ამას რა ეშველება, ამაზე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გვითხრან 2019 წელს, 2020 წელი ძალიან შორი პერსპექტივაა", - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×