რეზონანსი
30.12.2018

 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო არ მოხვდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც რუსული გამოცემა იუწყება, პუტინმა მილოცვა 40 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნა.

„ვლადიმერ პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა დონალდ ტრამპს, მეის, დედოფალ ელისაბედ მეორეს. კანადის პრემიერ-მინისტრ ტრიუდოს კი ახალ წელთან ერთად დაბადების დღეც მიულოცა. რუსეთის ლიდერმა სულ 40 ქვეყანას მიულოცა. უკრაინა და საქართველო კი ამ წელს კრემლისგან მისალოცი ტელეგრამის გარეშე დარჩნენ“, – აღნიშნულია „რია ნოვოსტიზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×