რეზონანსი
30.12.2018

 რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი. როგორც რუსული მედია იუწყება, Robinson-ის ტიპის შვეულმფრენი ულან-უდეში, კერძოდ ვერხნაია ბერიოზოვკაში მდებარე დასასვენებელი პარკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფა ვერტმფრენის დაჯდომის დროს მოხდა. ინციდენტის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც უკვე მოხერხდა.

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი რუს ბიზნესმენ, გასართობ პარკ Peoples Park-ის მფლობელ, სერეგი როგოვს ეკუთვნის, რომელიც კატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

1tv.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×