რეზონანსი
30.12.2018

 პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი გაჭირვებულ ადამიანებს 31 დეკემბერს, ორშაბათს, დღის 3 საათზე  პარლამენტის შესასვლელთან ელოდება:

"დაგელოდებით ყველას, ვინც მწერთ, რომ საახალწლოდ გაკლიათ საკვები. ნუ მოგერიდებათ, გთხოვთ! იყო დრო, როცა მეც ძალიან მიჭირდა და ჩემი მეგობრები მიზიარებდნენ საახალწლო ნობათს. მობრძანდით და აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები, რომლებზეც ასეთი სიყვარულით მწერთ, უნდა გაგახაროთ!

ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, თუ მეზობლად გაჭირვებული ოჯახი ეგულება, გადასცეს, რომ 31 დეკემბერს, დღის 3 საათზე პარლამენტთან ველოდები. ყველასთან თავად მივიდოდი, მაგრამ ბევრი წერილია და, უნდა მაპატიოთ, რომ ფიზიკურად ვერ მოვასწრებ სტუმრობას. გელოდებით, გულით და სულით.

P.S. მოკრძალებით გწერთ, გთხოვთ უმორჩილესად: ნუ მომაქცევთ მე ყურადღებას და ნუ შემაქებთ, გთხოვთ… არაფერი არაა აქ განსაკუთრებული. ვიმოქმედოთ, თუ ვინმეს უჭირს, გადაეცით, მოვიდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×