რეზონანსი
30.12.2018

 თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – 124-ე და 236-ე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხის არეში აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ, მინის დაზიანების შედეგად აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ლომბარდთან მოხდა. სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×