რეზონანსი
30.12.2018

 რუსთავი-თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა. კომპანია „ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მძღოლებმა თავად მიიღეს, თუმცა ამის შესახებ კომპანია საქმის კურსში იყო.

"სატრანსპორტო საქმიანობაში კონკურენციის გაზრდის, საწვავზე ფასის ცვლილების, ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციის, სათადარიგო ნაწილებსა და საპოხ მასალებზე ფასების მატების გამო, მძღოლებმა კომპანიისგან სატარიფო პოლიტიკის გადახედვა მოითხოვეს.

კომპანიამ განხილვის შემდეგ მძღოლების მოთხოვნის შესახებ რუსთავის თვითმმართველობას დაახლოებით ორი თვის წინ წერილობით აცნობა და მგზავრობის ფასის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნაც წარუდგინა, სადაც განმარტებულია, რომ არსებული ტარიფი არ ფარავს სატრანსპორტო საშუალების ხარჯების და მძღოლის სარგებლის საფასურს.

"ინტერტრანსის" მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კანონი ამ შემთხვევაში არც მძღოლებს დაურღვევიათ", - აცხადებენ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×