რეზონანსი
30.12.2018

 გუშინ გავრცელდა ინფორმაცია  პატარა ნიკუშა ჭიჭიკოშვილის შესახებ. მრავალმა ადამიანმა გამოთქვა მისი დახმარების სურვილი და ბევრი მათგანი უკვე დაეხმარა მას. როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მისი თირკმლის გადანერგვის ოპერაციას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) სრულად დააფინანსებს.

ამის შესახებ ამავე უნივერისტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი შაკო მესხი სოციალურ ქსელში წერს.

"იმედია კონკრეტული პიროვნება არ გამიბრაზდება… პატარა ნიკუშას თირკმლის გადანერგვის ოპერაციისათვის მამამისის პირად ანგარიშზე უნივერსიტეტი SEU ჩარიცხავს 10 000 ლარს.

უსაყვარლესი ნიკუშა, რომელმაც ასე ძალიან შეგვაყვარა თავი მთელ საქართველოს, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას", - წერს შაკო მესხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×