რეზონანსი
29.12.2018

 რუსთავში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. იგი წვევანდელია და სამხედრო სავალდებულო სამსახურს რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. ჯერჯერობით დაუდგენელია რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, თუმცა ცნობილია რომ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით იქნა მიყენებული.

"ინფო რუსთავის" ცნობით, დაშავებული მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. ექიმის შეფასებით პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×