რეზონანსი
29.12.2018

 „როგორც კი პოლიტიკურმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ მურუსიძე გახდა რეალურად დამოუკიდებელი დაიწყო მისი დემონიზება. ამ ფორმით, ოპონენტების მიზანია მოახდინოს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. გირგვლიანის მკვლელების ტელევიზია ცდილობს შეუტიოს სასამართლო სისტემას მურუსიძისთვის ამ იარლიყის მიწებებით“, - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ტელეიმედის ეთერით გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მურუსიძე მზადაა რომ არასამთავრობიო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაჯდეს და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განიხილონ, რადგან როგორც მურუსიძე აცხადებს, მას სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილების საშუალება არ ჰქონდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მურუსიძეს საპირისპიროს დაუმტკიცებენ ის მზადაა თანამდებობა თავისი ნებით დატოვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×