რეზონანსი
29.12.2018

 სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს, რომელიც საზოგადოებამ “ქართველი ლუი ანდერსონის” სახელით სახალისო ვიდეოდან გაიცნო, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.

"იმედის" ჟურნალისტის მიმართვას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა”ფეისბუქ” მომხმარებლების მხრიდან, ისინი ე.წ. "სქრინებს" პოსტავენ, სადაც გადარიცხული თანხებია ასახული. პოსტს ასევე ქართველი ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი მათგანი კი საკუთარ თირკმელს სთავაზობს, კომენტარს უცვლელას გთავაზობთ;

"თუ თირკმელია საჭირო მზად ვარ ყველანაირი თანხის გარეშე გავიღო და დავთმო ჩემი თირკმელი ერთი ერთი უბრალოდ მე ოჯახით ვცხოვრობ საზღვარგარეთ და ვერ წავალ ვერსად, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში ვინც აიგებს პასუხისმგებლობას რა როგორ ხდება და როგორ შეიძლება გაკეთდეს დამიკავშირდენ პირადში", -  წერს "ფეისბუქ" მომხმარებელი.

cyc.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×