რეზონანსი
29.12.2018

 თბილისში, პეკინის 4 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი, თუმცა, აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ლომბარდთან მოხდა. მეორე ვერსიით კი, მე-10 სართულზე მდებარე ბინაში მინა ჩაიმსხვრა და ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი დაუზიანდა. თუმცა, ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"კურიერის" ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×