რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) „რუსეთი არ მომწონს, ძალიან არ მომწონს. ბოდბეში, რომ ჩამოდიან არ ვაყენებ წირვაზე", - ამის შესახებ განცხადებას პატრიარქის ქორეპისკოპოსი აკეთებს.

მეუფე იაკობმა მეუფე პეტრე განცხადება გააკრტიკია და აღნიშნა, რომ ილია მეორეს ღირსების შელახვას არავის აპატიებს.

"როგორც მაგ იქცევა, ოჯახში გაზრდილი ადამიანი ვარ, მე პირადად შეიძლება რაღაცა გავუკეთო, ოღონდ არ ვილაპარაკებ, გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას. მე რუსეთი არ მომწონს, ძალიან არ მომწონს, ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ ჩემთან რომ რუსებს არ ვაწერინებ. ბოდბეში. რომ ჩამოდიან არ ვაყენებ წირვაზე. მეუფე პეტრე თვითონ დაბრძანდებოდა ხოლმე რუსების იმაში რა. და თვითონ არის ახლოს კირილეს გარემოცვასთან", - განაცხადა მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×