რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის 71-ე საბავშვო ბაღში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი აღსაზრდელი დაშავდა. 5 წლის ბიჭმა მარჯვენა ფეხის ბარძაყისა და წვივის დამწვრობა მიიღო.

როგორც „კვირას" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და სახლში განაგრძობს მკურნალობას. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 26 დეკემბერს შემოვიდა.

დაშავდა თუ არა ვინმე საბავშვო ბაღში მომხდარის დროს, ამის შესახებ არ საუბრობენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება. მათივე ცნობით, ბაღის ადმინისტრაციისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა. მომხდართან დაკავშირებით ბაღის დირექტორმა სააგენტოს ახსნა-განმარტება მეორე დღეს მისცა.

წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ ვიდეომასალა ფეისბუქზე დღეს გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×